ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „გარდიანი" იუწყება.
დანიის პოლიციამ დააკავა გარემოსდაცვითი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი კოპენჰაგენში ღაზას სექტორში ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს, - განაცხადა აქციის ორგანიზატორი სტუდენტთა ჯგუფის წარმომადგენელმა.
„მიუხედავად იმისა, რომ პალესტინაში მდგომარეობა მხოლოდ უარესდება, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას ისრაელის აკადემიურ ინსტიტუტებთან", - წერენ სტუდენტები ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ოკუპაციის საწინააღმდეგო განცხადებაში.
პოლიციამ არ ისურვა დაკავებულთა ვინაობის გამჟღავნება, თუმცა დაადასტურა, რომ ექვსი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც 20-მა ადამიანმა გადაკეტა შენობის შესასვლელი და სამი შევიდა შენობაში.
დანიის მედიის ცნობით, გრეტა ტუნბერგი მალევე გაათავისუფლეს და მას პოლიციის შენობასთან შეკრებილი ხალხი შეეგება ტაშით და შეძახილებით: „შენ მარტო არ ხარ".
გრეტა ტუნბერგის შემდეგ კიდევ ერთი დაკავებული გაათავისუფლეს, ოთხი კი კვლავ პოლიციაში იყო, - წერს დანიის პრესა.