დანიის პოლიციამ ქალაქ კოპენჰაგენში შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო მიტინგზე დააკავა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ტუნბერგი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად კოპენჰაგენის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას მართავდა. დემონსტრანტების 20-კაციანმა ჯგუფმა უნივერსიტეტის შესასვლელის ბლოკირება მოახდინა, ხოლო სამი აქტივისტი შენობაში შეიჭრა. ამის შემდეგ პოლიციამ დაკავებები დაიწყო. საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულების ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადა, თუმცა ორგანიზაცია „სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ“ წევრებმა დაადასტურეს, რომ დაკავებულთა შორის შვედი ეკოაქტივისტიც არის.