სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციურად ცნო
2023 წლის 1 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი აპარატი ავრცელებს.