სოფელ ლეღვაში მკვლელობა გუშინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის სავარაუდოდ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას მოჰყვა. მოკლული 65 წლამდე კაცია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.