საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში დაკარგული 3 წლის ბიჭი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ მიმართა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელიც პატრულს დაკარგული შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა.
"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდებარე ქუჩები გადაამოწმეს და დაკარგული ბავშვი სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარედ რამდენიმე წუთში იპოვეს. მცირეწლოვან ბავშვს არანაირი დაზიანება მიღებული არ ჰქონდა და ის ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა", - განმარტავენ შსს-ში.