საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო. მანანა მენაბდე იყო მუსიკოსი, რომლის გამორჩეულმა სტილმა და შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის კულტურულ მეხსიერებაში. მან ღირსეულად განაგრძო დები იშხნელების ოჯახის უნიკალური მუსიკალური ტრადიციები. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება უყვარს“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.