არა და არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელის წერილში, რომელიც მან სასამართლო დარბაზიდან გაავრცელა.
მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ სჯერა, რომ უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.
„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას, – ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის პროცესი მიმდინარეობს.
პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.