თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ლილი მსხილაძემ, "ტელეიმედისა" და "7 ნოემბრის საქმის" სასამართლო განხილვაზე განაცხადა, რომ 2005 წელს ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდა.
"დღეს გათამაშდა ერთგვარი შოუ, რომელიც მიმართული იყო მოსამართლისა და ზოგადად სასამართლო ხელისუფლების შეურაცხყოფისა და უპატივცემულობისკენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართავ სათანადო ორგანოებს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
1999 - 2005 წლებში ნამდვილად ვიყავი მოსამართლე. 2005 წელს იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ნამდვილად იყო ზეწოლა სასამართლოზე . მე, ეს არასდროს დამიმალავას და არც დავმალავ", - განაცხადა მსხილაძემ