საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

"15 მაისი მოსამართლის დღეა.

გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღეს ყველა მოქმედ და ყოფილ მოსამართლეს!

თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამართლის უზენაესობის განმტკიცების, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისა და ქვეყნის წინსვლის საქმეში.

წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში - მართლმსაჯულების აღსრულებაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!"