თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს სხდომაზე პარტიის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრის მამუკა გუგეშაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა .
მამუკა გუგეშაშვილის თქმით თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.
„როგორ დაამთავრეთ 5 წუთში გამოძიება, როგორ იპოვეთ დამნაშავე, როგორ გაასამართლეთ და მოტივიც გაიგეთ. თითქოს არც ფაქტებს , არც ობიექტურ გარემოებას მნიშვნელობა აღარ აქვს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ჯავის ქუჩაზე 50 წლამდე კაცი ბონდო კისიევი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასთან პირი მივიდა და სააკაძის ქუჩის მიმართულებით გაიყვანა ცეცხლსასროლი იარაღიდან 2-ჯერ გაისროლა.
დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო პირი, რომელმაც გაისროლა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.