იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ისევ 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია
1656339058
იუსტიციის უმაღლესმა საბჭო თბილისის სააპელაციო სასაართლოს თავმჯდომარედ ისევ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ ჩინჩალაძე საბჭოს წევრებმა ერთხმად ისე აირჩიეს, რომ სხდომაზე განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა. " ერთხმად აირჩიეს ჩინჩალაძე 5 წლის ვადით. როგორც მოსამართლე - 65 წლამდე იქნება".
მიხეილ ჩინჩალაძე 1999-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივნად, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწედ.
2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილედ. იყო შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი.
2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2007 წელს მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი - იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
2007-2017 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი.
2007-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2017-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო 2019-2020 წლებში იყო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
2020 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე 5 წლის ვადით.