თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა დაასრულა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა და განაჩენი გამოაცხადა.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეზე ბრალდებული:ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები- გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი მოსმართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მოსამართლემ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამანაშავედ სცნო. მოსამართლემ გურამ დონაძეს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცნობისთის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდბული ზაზა ბაქრაძე იძებნებოდა, ის თბილისის აეროპორტში დააკავეს. მან აღიარა დანაშაული. თუმცა მას აღკვეთი ღონისძიების სახედ 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. დღეს კი მასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.