სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით,  გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. 

ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება:
• 20 ნოემბერს – 09:00-დან 18:00 საათამდე;
• 21 ნოემბერს –  09:00-დან 15:00 საათამდე.
წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ამანათის სახით შეუძლიათ:
• საქონლის ხორცი (შემწვარი ან მოხარშული) – ჯამში არაუმეტეს 3 კგ;
• ქათამი (შემწვარი ან მოხარშული)  –  არაუმეტეს 2 კგ;
• ყველი –   3 კგ;
• ხაჭაპური –  3 ცალი;
• ლობიანი –  3 ცალი;
• კიტრი –  2 კგ;
• პომიდორი  – 2 კგ;
• კექსი – 1 ცალი,  კრემისა და ზედაპირზე ყოველგვარი საფარის გარეშე (შაქრის პუდრი, მინანქარი და სხვა ინგრედიენტები)    
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზზე: 1500.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას- ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.