23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე ბოდბეში შეასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"⛪️ ამა წლის 23 ნოემბერს, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას აღავლენს ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში.

🔸 ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.