სინამდვილეში, ქართულ მართლმსაჯულებას მართლმსაჯულების არაფერი სცხია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაფორმდა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას სინამდვილეში მართლმსაჯულების არაფერი სცხია. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღება, ისეთ დონეზეც კი არა მხოლოდ შეკვეთილი გადაწყვეტილებები, შეკვეთილი პატიმრობები, შეკვეთილი პატიმრობის მრავალწლიანი სასჯელები, ელემენტარულად, სხდომაში მონაწილეობის საკითხებიც კი შეკვეთის დონეზე წყდება. როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე სიტყვით ერთვება და განცხადებით მიმართავს საზოგადოებას, სასამართლოს, ამ დრომდე არ ყოფილა შეფერხება ამ მიმართულებით, არა იმიტომ რომ ზოგიერთი მოსამართლე უფრო ლმობიერია, არამედ იმიტომ რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური შინაარსი და ჩვენ მივიჩნევთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება სწორედაც მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო, საერთაშორისო გლობალური პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით“, - განაცხადა ბექა ბასილაია.