22 წლის ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კაველაძეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

1650007549
დღეს თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კავარაცხელიას საქმეზე საქალაქო სასამართლოში მოსამართელ დავიღ მგელიაშვილამ განაჩენი გამოცხადა,
მოსამართლის გადაწყვეტილებით მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ალეკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძე 16 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ცნობისთვის,
2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს და მიიმალნენ. 2021 წლის 7 ოქტომბერს პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი 2 პირი 21 წლის აკო ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე დააკავა, რომელთაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ექმუქრებათ.