ზუგდიდში, „ქართული  ოცნების“ მხარდამჭერთა პლატფორმა გაიხსნა, რომელიც სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ზუგდიდელებს აერთიანებს.

როგორც პლატფორმის წევრები აღნიშნავენ,  დღეს ერთადერთი უალტერნატივო ძალა არის „ქართული ოცნება“,  რომელსაც შეუძლია მშვიდობით, ქვეყნის წინსვლა და განვითარება. მმართველი გუნდის ძალისხმევით, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფო, რომლის მთავარი ფასეულობა არის ენა, მამული და სარწმუნოება. 

 „მადლობა ჩემო, ზუგდიდელებო, თქვენი მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ არჩევნებზე უმნიშვნელოვანესია.

 მადლობა, რომ დგახართ სწორ პოზიციაზე, მადლობა, რომ თქვენივე ინიციატივით შექმენით მხარდამჭერთა პლატფორმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს ამ ქვეყანაში უალტერნატივო პოლიტიკურ გაერთიანებას“ წერს კოდუა.

 მხარდამჭერთა შტაბი ზუგდიდში, რუსთაველის 66 ნომერში იფუნქციონირებს.