ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილ იპოვეს. 

ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.  პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სოკოთი ინტოქსიკაციაა.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.