ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  თავისუფლების  მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს.

"შადრევნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე   ტენდერი  გამოცხადებულია.

დღევანდელი მდგომარეობით, შადრევანი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის შემცველია, ვიზუალურადაც შელახულია. მისი არქიტექტურული ნაწილიც  საჭიროებს რესტავრაციას." - ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო ODISHI TV