საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ185 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ185-კმ193 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.