საახალწლო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იყო საბავშვო სივრცე. გაიმართა ზღაპრის გმირების მსვლელობა.
ღონისძიება რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავების საკონცერტო პროგრამით დასრულდა.