გვიან ღამით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

"ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომობილი სავარაუდოდ მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანაში მყოფი  ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპნენ,  მანქანას კი  ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.