მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში პირველი თოვლი მოვიდა.
ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამა წლის 10 სექტემბერს, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2850 მეტრზე მდებარეობს, პირველი თოვლი მოვიდა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, უღელტეხილზე მოსულ ნალექს ტრანსპორტის გადაადგილებისთვის ხელი არ შეუშლია.