თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე თოვს (ვიდეო)

თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2850 მეტრზე მდებარეობს პირველი თოვლი მოვიდა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა

თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, უღელტეხილზე მოსული ნალექი ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს არ უშლის.

,,თოვს, ოღონდ ისე არა, რომ ტრანსპორტის გადაადგილებას ხელი შეეშალოს. თოვლი მხოლოდ უღელტეხილზე მოვიდა, სოფლებში არ მოუთოვია. გასაკვირი არ არის ამ დროს თოვლი, ხან აგვისტოში კი მოსულა ამ ადგილას.ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა დღეს როდესაც თუშეთიდან მოვდიოდი გზად ოცამდე ,,დელიკა,, შემხვდა, ტურისტები ადიოდნენ მთაში. გზა დაახლოებით 20 ოქტომბრიდან ჩაიკეტება.,,- განუცხადა ,,აიპრესს,, ლადო კახოიძემ.

ცნობისათვის, თუშეთის ერთადერთი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე ჩაკეტილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...