ძლიერი სეტყვა იყო თელავსა და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - იყალთოსა და რუისპირში, დაისეტყვა ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები, ვენახი.

,,საშინელი ქარი და სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ძლიერი სეტყვა იყო, სავარაუდოდ გაანადგურებდა ვენახსაც. ველით ამინდის გამოსწორებას, რომ ვნახოთ რა სიტუაცია დაგვხვდება ადგილზე“, - განუცხადეს ,,აიპრესს,, ადგილობრივებმა.