ძლიერმა სეტყვამ  სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. გავრცელებული ინფორმაციით, დასეტყვილია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი - წნორი, ბოდბისხევი, საქობო და ასანური. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კი სეტყვამ შირაქის ველს გადაუარა. 

ჯერჯერობით უცნობია მიყენებული ზიანის ოდენობა. 

ცნობისათვის, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დააზარალეს თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიც. დაიტბორა   სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სასმელი წყლის სატუმბო რეზერვუარი, დაზიანდა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.