დღეს, “მთის დღეებს” მასპინძლობს თუშეთი. 

ტერიტორიაზე სხვადასხვა, მთის თემატიკისთვის დამახასიათებელი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, თუშური დოღი, რეწვის მასტერკლასი. წარმოდგენილი იქნა ცნობილი შეფ-მზარეულების და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მომზადებული  თუშური კერძები.

ღონისძიება დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება.