მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 ლოკაციაზე: სოფელ ბანოჯაში, ფარცხანაყანევში, ცხუნკურსა და მაღლაკში (იმერეთის საყრდენი პუნქტი), ახალი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქ წყალტუბოში რუსთაველის ქუჩის 1-ელ ჩიხში, შანიძის ქუჩაზე და დედა-ენის ქუჩაზე მე-2 ჩიხში არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ტარდება.

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სპორტული მინი მოედნების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 740 ლარი იხარჯება. სამუშოები მომავალი წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.