შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2026 წლის ცნობარის განახლებული, საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა.
კერძოდ, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2026-2027 სასწავლო წლიდან რიგი მიმართულების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამებია:აგროინჟინერია - 0120120სასურსათო ტექნოლოგია - 0120123გარემოსდაცვითი ინჟინერია - 0120121აგრარული ტექნოლოგიები - 0120125სატყეო საქმე - 0120119მეცხოველეობა - 0120127ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია - 0120122აგრონომია - 0120126 სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია - 0120124მევენახეობა და ენოლოგია - 0120118ვეტერინარია - 0120130
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს ასევე განახორციელებს შემდეგ პროგრამას:პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები - 0120128
ცვლილება განხორციელდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთ საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით:
უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი აკრედიტაციით განსაზღვრულ სახელწოდებასთან და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა“ - 0120129
ცვლილებები სხვა უნივერსიტეტებსაც შეეხო.სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალციხისა და ახალქალაქის ფილიალებში დაემატა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:01401170140118შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: 0970111
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას იხელმძღვანელონ ცნობარის ბოლო ვერსიაში ასახული ოფიციალური ინფორმაციით და გაითვალისწინონ პროგრამებთან დაკავშირებული განახლებები.
პროგრამების მოძიებას აბიტურიენტები თითოეული პროგრამისთვის მინიჭებული კოდის მეშვეობით შეძლებენ.
ცნობარი 2026







