გამწვანების აქციაში მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
,, წყალტუბოს მთავარი სავიზიტო ბარათი სამკურნალო წყლებთან ერთად არის მისი სიმწვანე და სილამაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომელიც მუდმივად საჭიროებს განახლებას, ხშირად ვატარებთ გამწვანების აქციებს, რომლებშიც მონაწილეობას საზოგადოების წარმომადგენლებიც იღებენ, ამასთან, ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პროექტის ფარგლებში სრულდება ასევე, გამწვანების სამუშაოები’’ - აცხადებს გენადი ბალანჩივაძე. მიმდინარე წელს წყალტუბოში 750 ახალი, იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეა დარგული.