სახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბო 2025-ის" ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ პარკში წყალტუბოს მეგობარი ქალაქების რუკა გაიხსნა.

გაიმართა წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქის — შილუტეს (ლიეტუვა) დელეგაციის ოფიციალური მიღების ცერემონია

ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ეკატერინე სეფაშვილი, მარიამ ლაშხი და ლადო ბოჟაძე, ასევე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირები და მოწვეული სტუმრები