"შემოდგომის წყალტუბოს" დღესასწაულზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა ღვაწლმოსილი პედაგოგები: მარინე ფხაკაძე, ნინო წილოსანი, შორენა უგრეხელიძე, ლიუდმილა ლექვინაძე, საულ სულაბერიძე, დალი სილაგაძე, თინა ჯიქია, მარინა ღურჭუმალიძე, მარინე ქაშიბაძე, გურამ ჩიხლაძე დააჯილდოვა.

სიგელები გადაცათ ასევე სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს: ნათელა არველაძესა და ნელი ჯანელიძეს.

სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ გადასცა ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები.

ტრადიციულად, დასახელდნენ წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები:

მარინა ტყეშელაშვილი – ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მმართველი, დამსახურებული ექიმი;

გოჩა ძნელაძე – სოფელ საჩხეურას საჯარო სკოლის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი;

ლეილა კვიციანი – სპორტის ოსტატი, ვეტერანი; კალათბურთელი, მრავალგზის რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული და საერთაშორისო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი;

რევაზ ხუციშვილი – ა(ა)იპ „წყალტუბოს კეთილმოწყობის გაერთიანების“ მებაღე;

ზოია შავლაყაძე – ა(ა)იპ „წყალტუბოს დასუფთავების ცენტრის“ თანამშრომელი.

დღესასწაული დასრულდა საზეიმო კონცერტით, სადაც მაყურებლის წინაშე წარდგნენ: ფოლკლორული ანსამბლი „ნადური“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერია“, მომღერალი ანამარია იაკობაშვილი, ცნობილი მუსიკოსი გია ბაღაშვილი, სახალხო პროექტის „იუმორინას“ ვარსკვლავები, ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“ და მათი მეგობრები.

კონცერტის დასრულების შემდეგ, სადღესასწაულო განწყობა გააგრძელა დიჯეი გიგა პაპასკირმა, დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.