აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და აჭარის რეგიონში გაეროს აქტიური მუშაობისთვის და სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა.აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ სტუმრებს აჭარის საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში დავით ბაქრაძე, გაეროს სამმართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მრჩეველი ნესტან ბეჟანიშვილი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ.