თელავში, ვაჩნაძის ქუჩაზე, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. 

ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მეპატრონეები არ იმყოფებიან, რადგან ისინი ბინაში სეზონურად, ძირითადად ზაფხულში ცხოვრობენ. შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია.