შემთხვევა ალაზნის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, ბინაში ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო- სამაშველო სამსახურის ორი მანქანა მუშაობდა. ხანძრის შედეგად დამწვარია საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების  ნაწილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა . 

ამ დროისათვის, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.