15:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი თელავის მუნიციპალიტეტის 22 318 მოქალაქემ  უკვე გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 41-%-ს შეადგენს.  

"ამ დროისთვის არჩევანი მოქალაქეთა 41 %-ს აქვს გაკეთებული. საოლქო კომისიაში ჯერჯერობით არცერთი საჩივარი არ შემოსულა, უბნებზე დაფიქსირდა რამდენიმე ტექნიკური ხასიათის დარღვევა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა ადგილზევე. აქტივობა ნორმალურია, ატუმცა წინა არჩევნებთან შედარებით ამ დროისთვის მაღალი არ არის. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს-,, - 
განუცხადა "აიპრესს" #17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა. 

ცნობისათვის,  თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 43 საარჩევნო უბანია,  სადაც რეგისტრირებულია ჯამში, 55 050 ამომრჩეველი.