საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა საუკეთესო სპექტაკლითვის -,,აზნაურები“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე)
პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ.
ფესტივალის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში
იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე წარდგნენ: კომედიური, ტრაგედიულიი, დრამატული, ტრაგიკომიკური და სხვა ხასიათის სპექტაკლებით.
საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, ასევე კულტურისა და სპორტის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. საერთაშორისო ფესტივალის მე-15 სეზონი საზეიმოდ დაიხურა.
საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
1. ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი -,,აზნაურები“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის სახალხო თეატრი)
2. ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა - ,,ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის სახალხო თეატრი)
3. ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - ,,გაკვეთილი“ ვანის სახალხო თეატრი და ,,პალატა N 6“ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრი
4. ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი)
5. ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)
6. ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი - სოსო კოტორეიშვილი ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი)
7. საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიორგი შენგელია ,,პალატა N6“ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი) და გიორგი ბუბუტეიშვილი ,,გაკვეთილი“
8. საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი - თეონა ლომსიანიძე ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი) და მარიამ ბუტილი ,,პალატა N6“( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)
9. ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ლუიზა კიკნაძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)
10. საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი - დავით ჭყოიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)
11. ნომინაცია - საუკეთესო ქორეოგრაფია -,, ირინეს ბედნიერება „ ბაღდათის სახალხო თეატრი და ,,ბაკულას ღორები“ წყალტუბოს სახალხო თეატრი
12. ჟიურის სპეციალური პრიზი-საჩხერის სახალხო თეატრი ,, ნატვრის ხე“ და ტყიბულის სახალხო თეატრს ,,როგორ გადავიქეცი ამანათად“
13. ჟიურის და ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის სპეციალური პრიზი-წყალტუბოს თეატრის მსახიობს სერგო კირკიტაძეს გალაკტიონის როლის ორიგინალურად შესრულებისთვის დ.კლდიაშვილის ,,ბაკულას ღორები“