დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში - უშაფათში, ზანასა და ფოცხოში, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები გაიმართა.

განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში: უშაფათში, ლეგოგინესა და ლეკოკაიეში - გარე განათების ქსელის მოწყობა, საერთო ღირებულებით - 32 000 ლარი;

ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში: ცენტრალური სტადიონის და ბიბლიოთეკის ტერიტორიების გამიჯვნა, ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია, ღორებუებით - 22 000 ლარი;

სოფელ საშურღაიოში - სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 10 000 ლარი;

სოფელ საესებუოში - გარე განათების ქსელის მოწყობა, ღირებულებით - 10 000 ლარი;

სოფელ სატყებუჩაოში - სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 12 000 ლარი;

ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ქვემო ფოცხოსა და ფოცხოში - სკვერების მოწყობა, საერთო ღირებულებით - 50 000 ლარი.

განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოსახლეობას გააცნო თავისი მერობის პერიოდში, ზანას, უშაფათისა და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ზოგადად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, სხვადასხვა სექტორებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.

პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, კაპიტონ ტორჩინავა, საკრებულოს წევრი, ბადრი შარტავა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე კიზირია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, დალი შონია, განყოფილების სპეციალისტი, გია კალანდია, მერის თანაშემწე, მარინე ფაღავა, მერის წარმომადგენლები უშაფათის, ზანას და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში - გოჩა სორდია, დავით საჯაია და მალხაზ ტორჩინავა ესწრებოდნენ.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები სენაკის მუნიციპალიტეტის 9 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია.