შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში  5,3 კმ სიგრძის  კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.

სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება აგროწარმოების  შესაძლებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.