საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითისსაავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე მიწის შვავის ჩამოსვლის გამო, გზა ორივე მხრიდან დაკეტილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.

აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონის დასტაბილურებისთანავე, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს.