სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სპეც ტექნიკა, ადამიანური რესურსი. 

თოვლის საფარისგან  გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულები და თანაშემწეები ხელმძღვანელობენ. იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზები.

უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მინიმუმადე იქნას დაყვანილი. 

ელექტროენერგია  მუნიციპალიტეტს სრული დატვირთვით მიეწოდება. 

ამ დროისათვის შუახევში კვლავ ინტენსიურად თოვს.  თოვლის საფარი დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს.