ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის მხრივ. სახელმწიფო სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, რომ კომუნიკაცია შედგეს და ასევე მოსახლეობას ჰქონდეს პირველადი საჭიროების ყველა ნივთი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, სახემწიფო ყველა ზომას იღებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. „ზუსტად ამით არის დღეს სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები დაკავებული, რომ ამ უამინდობის პირობებში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, შენარჩუნდეს კომუნიკაციები. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც ასეთ დროს გვაქვს ხოლმე სახეზე“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.