საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არა სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” შორის ხელშეკრულება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაფორმდა. ხელმოწერას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა (KfW) და პროგრამის განმახორციელებელი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალი ობიექტის მშენებლობა ხორციელდება შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის (SWMCG) მიერ, ,„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ ” (ISWM II) ფარგლებში და მისი კომპონენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ითვალისწინებს ზუგდიდის არსებული ნაგავსაყრელის დახურვასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეგიონული არა სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას.
პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (KfW), საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ჭრილში. ნარჩენების მართვის ახალი ობიექტი მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 მუნიციპალიტეტს: ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ჩხოროწყუ, ხობი, წალენჯიხა და მესტია.
ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს არის დაგეგმილი, რის შედეგადაც რეგიონში დაინერგება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა და გაუმჯობესდება როგორც გარემოსდაცვითი,ისე საცხოვრებელი პირობები.