სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.