სენაკის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება. 

იწმინდება როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო, ასევე - შიდა საუბნო გზები.

გზების გაწმენდით სამუშაოებს  საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი" ახორციელებენ. 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქში, ასევე მიმდებარე სოფლებში.

აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, ადგილზე ეცნობა.