სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო და საუბნო გზების  კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება სოფელ ნოღიდან გამოჩინებულის, წმინდა გიორგის ე.წ. ზანდოს მამათა მონასტრის მიმართულებით.


მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.


როგორც მერმა განმარტა, აღნიშნული გზა, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე მონასტრის მომლოცველებისთვის და ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ადგილობრივების განცხადებით აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.