სენაკში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, მოქალაქეებთან მიღება გამართა.

სახელმწიფო რწმუნებულმა, მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებები მოისმინა, რაც, ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სოციალური პრობლემების მოგვარებისა და დასაქმების მიმართულებით განსახორციელებელ საკითხებს შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას ინიციატივით, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებთან მიღება პერმანენტულად იმართება.

მოქალაქეთა მიღების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე, დეტალურად ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ გამოწვევებზე, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილ პროექტებზე. 

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი პრობლემების შესწავლა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაა.