სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, მოადგილესთან, გიორგი ნადარაიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებულ გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან, მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერის მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან და მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსთან, მერაბ ჯანაშიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან, სენაკის მერთან, ვახტანგ გადელიასთან, მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან, მერიის  ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან და ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, ვეფხვია ვეფხვაძესთან ერთად, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ამ ეტაპზე, სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების - ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მოიცავს პირველი და მეორე სართულების, სველი წერტილების, საკონფერენციო დარბაზისა და სასწავლო ოთახების სრულ რეაბილიტაციას.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და  ღირებულება 391 599 ლარს შეადგენს.
  
რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, 2024 წელს, სრულად განახლდა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდი საკონცერტო დარბაზი და სცენა; რეაბილიტირდა სასწავლო ოთახები, კეთილმოეწყო დერეფანი,  განახლდა მცირე საკონცერტო დარბაზი.

დავით ვერავა ასევე გაეცნო დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში განხოციელებულ პროექტს, რომლის ფარგლებში ჩატარდა: სცენის დემონტაჟი და ახლით შეიცვალა, მოეწყო სასცენო განათების ახალი სისტემა, რეაბილიტირდა შენობის პირველი, მეორე და მესამე სართულები, სხვადასხვა სივრცეები, მოეწყო ელექტროგაყვანილობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები, ახლით შეიცვალა საკონცერტო დარბაზის სკამები.

პროგრამის ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ასევე ჩატარდა შენობის ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის შენობა 36 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრია, სადაც 400-მდე ახალგაზრდა სხვადასხვა სერვისით სარგებლობს.