საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო დეპარტამენტი მიმდინარე წელს, ქუთაისში 10 ცენტრალი ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. “ასეთი მასშტაბური სამუშაოები ქუთაისში არასოდეს ჩატარებულა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანაქალაქელებისთვის”- ამის შესახებ ტელეკომპანია “რიონის” პირდაპირ ეთერში გადაცემა “ობიექტურ აზრში” სტუმრობისას ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.
საგზაო დეპარტამენტი, ქუჩების რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 37 მლნ ლარს დახარჯავს. ქუთაისის მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება: აღმაშენებლის გამზირის 3 კმ-იან მონაკვეთს, წერეთლის ქუჩის 2.8 კმ-იან მონაკვეთს, თავისუფლების ქუჩის 1.5 კმ-იან მონაკვეთს, საიათნოვას ქუჩის 0.3 კმ-იან მონაკვეთს, გუგუნავას ქუჩის 1.9 კმ-იან მონაკვეთს, ჯავახიშვილის ქუჩის 1.415 კმ-იან მონაკვეთს, ბუხაიძის ქუჩის 0.7 კმ-იან მონაკვეთს, შარტავას ქუჩის 0. 308 კმ-იან მონაკვეთს, ნინოშვილის ქუჩის 1.360 კმ-იან მონაკვეთს, ნიკეას ქუჩის და სულხან საბას დამაკავშირებელ 2.741 კმ-იან მონაკვეთს.