საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის თემში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით,  გარდაცვლილს სახის არეში დაზიანებები აქვს, ასევე ბასრი საგნით აქვს მიყენებული დაზიანება მხარის არეში. 

ჯერჯერობით  უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა მამაკაცი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.